ქუთაისის მერიამ რეორგანიზაციის ფარგლებში 15 პოზიციაზე კონკურსი
გამოაცხადა
მერიის 9 სამსახურიდან თანამდებობა
5 სამსახურის უფროსმა დატოვა. სამ
სამსახურში ხელმძღვანელი პირები არ შეცვლილან, ხოლო ერთმა მათგანმა
სხვა სამსახურში, იგივე პოზციაზე გადაინაცვლა.
ქუთაისის მერიაში პოსტები შეინარჩუნეს: სამხედრო სამსახურის უფროსმა
ვალერი ყენიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა იოსებ ჩიჯავაძემ
და კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის
უფროსმ, ვაჟა ჯუღელმა. რაც შეეხება არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურს, ამ თანამდებობაზე ბაქარ ჭეიშვილი ადმინისტარციული
სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ჯავახიამ ჩაანაცვლა. ჯავახიას
მოვალეობას კონკურსის დასრულებამდე გენადი კუჭუხიძე ასრულებს.
სტრუქტურული რეორგანიზაციის ფრგლებში, არქიტქტურისა და
ზედამხედველობის სამსახურს, რომლის გაყოფაც ქალაქის მერმა, გიორგი
ჭიღვარიამ
ქუთაისიპოსტის სტუდიაში დაანონსა, ჯერჯერობით,
ცვლილება არ შეხებია. არსებული ინფორმაციით, იგეგმება კულტურის,
სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურიდან კულტურის და
სპორტის განყოფილებების გამოყოფა და სპორტისა და კულტურის
ააიპებისთვის დაქვემდებარება, თუმცა, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის
დასრულებამდე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.
ქუთაისის მერიაში საშტატო და სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარე
წლის
27 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები