გუმათჰესზე მიმდინარე წლის
6 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის გამო, მდინარე რიონის
არხში წყალი ნავთობპროდუქტებით დაბინძურდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად
არხში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების ამოსატუმბად სამუშაოები
ხორციელდება.
დეპარტამენტში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ამ ეტაპისთვის არხის
წყლისა და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან სინჯების აღება
მიმდინარეობს, რომლის შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.
"გარკვეულ ტერიტორიაზე არის წყალი დაბინძურებული. რამდენად გავრცელდა,
ზუსტად სინჯების აღების შემდეგ გვეცოდინება", - ამბობენ უწყებაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი
აფეთქების შემდეგ, ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების ჯგუფი
მუშაობს.
ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სახანძრო სამსახურის მიერ,
ხდება ტრანსფორმატორზე წყლის დასხმა. ჰესის გამორთვისას, ზედაპირული
წყალსატევის ნავტობპროდუქტებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით,
ავტომატურად ჩაიკეტა ჩამკეტი ფარები.
ავარიის ადგილის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია სატრანსფორმატორო
ზეთით, ამჟამად მიმდინარეობს ასევე ნიადაგის ნიმუშების აღება,
ლაბორატორიული კვლევის მიზნით.
გუმათჰესი 2-ის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია-ექსპლუატაციაზე სს
"ენერგო-პრო ჯორჯიაზე" გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ასევე, შეისწავლის
ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობას და
დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანი.
ქუთაისში გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარი მიმდინარე წლის ექვს
დეკემბერს
გაჩნდა.
რის შედეგადაც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ
ტრანსფორმატორზე იყო გავრცელებული, ადგილზე ძლიერი დაკვამლინება
შეინიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება
187-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დაიწყო. უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გუმათჰესის
ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა.
მავე თემაზე:
ქუთაისში გუმათჰესი
იწვის
გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო
გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ
ხერხდება (ვიდეო)
შსს-მ
გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო
გუმათჰესზე
ხანძარი ლოკალიზებულია
გუმათჰესზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის
შესწავლა დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები