ახალი ტურისტული ატრაქციები, ქალაქში არსებული ტურისტული პრობლემები,
საფეხმავლო ბილიკები - ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისში გამართულ
კონფერენციაზე ისაუბრეს.
შეხვედრა რესტორან "ძირძველში" შედგა.
კონფერენციაზე იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალი,
მასთან დაკავშირებული სტრატეგიები, მთავარი შესაძლებლობები და
პრობლემები წარადგინეს.
ტურისტული კომპანია "პრო მოციონ ჯორჯიას" წარმომადგენლის, კონსტანტინე
ნაჭყებიას თქმით, იმერეთში 12 ტურისტული ატრაქციის მოწყობა 2019 წელს
დასრულდება.
"2017 წელი არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგანაც
ჩვენი ქმედებები დამოკიდებული იქნება წინა წლებში მიღწეულ შედეგებზე.
წელს ვკონცენტრირდებით პროექტში მონაწილე სამი რეგიონის ტურისტული
პოტენციალის რეკლამირებაზე და ორგანიზებას ვუკეთებთ რეგიონალური
ტურიზმის დღეებს თითოეული რეგიონისთვის," - ამბობს კონსტანტინე
ნაჭყებია.
მისივე ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს, ვარშავაში ტურისტულ გამოფენაზე
რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მიიწვევენ.
მასალის გამოყენების პირობები