წყალტუბოს 22 ბაღში სამზარეულოს, სურსათის სასაწყობე ფართის და სველი
წერტილების სტანდარტები იცვლება.
"სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციების თანახმად, იცვლება
სტანდარტები" - ამბობენ წყალტუბოს გამგეობაში.
მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, წყალტუბოს 5 ბაღში სააღმზრდელო პროცესი
შეჩერებულია.
"მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები სოფელ მაღლაკის, გვიშტიბის,
გუმბრის, ქვიტირის, ფარცხაყანევის საბავშვო ბაღებში, ასევე ქალაქის ორ
საბავშვო ბაღში, დანარჩენ ბაღებში უკვე დასრულდა სამუშაოები.
სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება და ახალი წლიდან ყველა საბავშო
ბაღი ახალ გარემოში, განახლებული სტანდარტებით შეუდგება
ფუნქციონირებას," - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა,
გრიგოლ იოსელიანმა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "თ.ბ. კაპიტალი"
ახორციელებს, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 194 000 ლარი
იხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები