საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტის ააიპ "კომუნალური სამსახურის"
უფროსი, ალეკო ბართია დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ
დაკავებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი
გამორჩენის მიღების მიზნით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული
მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგზაო ტექნიკით - გრეიდერით სარგებლობის
სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უკანონოდ
გამოართვა 2 000 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები