პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას - მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმები - დადებითად მიიჩნევენ უმრავლესობის წარმომადგენლები.
როგორ შეიძლება მსგავსი სიტუაციების შედეგად მიყენებული ზარალის მინიმუმადე დაყვანა - მშენებლობის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით არსებული კანონების გადახედვა, დავით უსუფაშვილმა კომიტეტებს დაავალა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი ჩაერთვება მშენებლობების შესწავლის პროცესში, როგორ იგეგმება მშენებლობა და არის თუ არა ყველა სტანდარტი დაცული.
ინიციატივას დადებითად აფასებენ უმცირესობის წევრები.
თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ ქალაქს ექნება გაშენიანების გეგმა.
"დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ ასეთი უსისტემო გაშენიანება, დამღუპველია ჩვენი ქალაქისთვის," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ წელს პარლამენტის ფასადური ნაწილისა და საპრეზიდენტო ფლიგელის რემონტი არ ჩატარდება - თანხა დაზარალებულებს გადაერიცხებათ. სულ საკანონმდებლო ორგანო ამისთვის მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.
rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები