ქუთაისში #1 პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული ელეტრონული
ბიბლიოთეკის ცისფერყანწელთა სტენდი დაზიანდა.
მასზე ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა QR კოდის
საშუალებით იყო შესაძლებელი.
"არ ვიცით ვინ დააზიანა. დილით რომ მოვედით, ასეთი მდგომარეობა იყო.
ბავშვების გაკეთებული არ გვგონია იყოს. ალბათ, ღამით ვინმე მთვრალმა
დააზიანა," - ამბობენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში
მომუშავე პირები.
დაზიანებული სტენდის შესახებ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ის
არავის დაუზიანებია და ნალექის გამო, სილიკონით დამაგრებული დაფა
ჩამოვარდა.
"მივმართეთ კომპანია "ექსპოგრაფს", რომელმაც დაამონტაჟა სტენდები.
უახლოეს დღეებში მათი წამომადგენლები ჩამოვლენ და აღადგენენ
დაზიანებულ დეტალს. ასევე, მოხდება სხვა ადგილებზე დამონტაჟებული
სტენდების შემოწმება დაზიანების შესახებ," - განმარტავენ ქუთაისის
მერიაში.
ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა 25 ქუჩასა და 10 სკვერში 4 თვის წინ
განთავსდა. სტენდების საშუალებით ნებისმიერ
მოქალაქეს უფასოდ 150-მდე ელექტრონული წიგნის მიღება
შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები