ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
უკანონოდ განთავისუფლებული რვა საჯარო მოხელის სამსახურში აღადგენა
დაევალა.
ამის შესახებ
კვლევა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ 14 დეკემბერეს წარმოადგინა.
ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის
1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. საიამ ამ პერიოდში საჯარო
მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლება და ამის თაობაზე
წარმოებული სასამართლო დავები შეისწავლა.
"კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში
შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ
მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილებებიდან, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ
დააკმაყოფილა 83 სარჩელი; არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი; საქმე
მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში; წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში;
ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, განუხილველი დარჩა 19
საქმე.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთ სამინისტროს (შინაგან
საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის
სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია - 8,
თბილისის მერია - 6, თბილისის საკრებულო - 5, ფოთის მერია - 5,
რუსთავის მერია - 1) დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა", -
ნათქვამია დოკუმენტში.
თუმცა, კონკრეტულად რომელ წელს მოხდა თანამშრომლის სამსახურიდან
განთავისუფლება, რა მიზეზით და რა თანამდებობიდან ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი ამ კითხვებზე კონკრეტულ ინფორმაციას
არ ფლობენ.
"ჩვენ გამოვითხოვეთ, მხოლოდ ის ინფორმაცია რამდენი ადამიანი
განთავისუფლდა და სასამართლოს რამდენმა მათგანნმა მიამრთა", -
განგვიმარტეს საიაში.
კვლევის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის
სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო
მოხელის სამსახურში აღდგენა დაევალათ.
საიამ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მისცა
რათა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების
თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რათა
შემცირდეს სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილებების ოდენობა და
საჯარო დაწესებულებისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგები.
მასალის გამოყენების პირობები