ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის, თანაკლასელის მამის მიერ
ცემის ფაქტის შესწავლა განათლების სამინისტრომ
დაიწყო.
სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ მამაკაცმა, რომელსაც
პოლიციელის ფორმა ეცვა, მის შვილს სცემა. ამ ფაქტს კი ორი დღის წინ
მის შვილსა და შვილის თანაკლასელს შორის მცირე კამათი უძღოდა, რის
შემდეგაც მისი შვილის კლასელის მამა სკოლაში
მივიდა, ბავშვს სახეში გაარტყა და ყური აუწია
.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ადმინისტრაციაც, რომელმაც
ფაქტი განთლების სამინისტროს აცნობა. სკოლის დირექტორი
ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ საგანმანათლებლო
დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა მისი
სკოლის მოსწავლე და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თუმცა, სცემა თუ არა
მამაკაცმა ბავშვს, ეს დირექტორისთვის უცნობია.
ფაქტზე მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც
აცხადებენ, რომ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელმაც ბავშვს სცემა,
პოლიციელი არ არის.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, მშობელი პოლიციის
ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შვილის ცემაში
ადანაშაულებს
მასალის გამოყენების პირობები