ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები
გაიყოფა.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ
ქუთაისიპოსტის სტუდიაში განაცხადა. მისი თქმით,
ორ ფუნქციას ერთი სამსახურის უფროსი არ უნდა ასრულებდეს.
"ცოტა უხერხულობას ქმნის ის, რომ სამსახურის უფროსი გასცემს
ნებართვას და ამავე სამსახურის უფროსი ამოწმებს მერე ამ ნებართვებს.
ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სამსახურები გავყოთ", -
განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქალაქის მერმა, ასევე, მერის მრჩევლებზეც ისაუბრა და განაცხადა,
რომ ყოფილი მერის, შოთა მურღულიას დროს დანიშნული ხუთი მრჩეველი
საჭირო არ არის და მათი
რაოდენობა უნდა შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები