ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საჩუქრად მანქანა მოითხოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია ახალი ავტომობილით გადაადგილდება, რომელიც მისივე თქმით, დროებით მერიისგან ინათხოვრა.

თავის მხრივ, ლატარიას განცხადებით, 2013 წელს გამოშვებული ჰიუნდაი სონატა შპს "მარსმა" ქუთაისის მერიას აჩუქა.

ქუთაისის მერიამ შპს "მარსს" ქალაქის ცენტრში ტოიოტას მარკის სამი ავტომობილის განთავსების ნებართვა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს მისცა. სანაცვლოდ, მან ადგილობრივ ბიუჯეტში, სექტემბრიდან წლის ბოლომდე 500 ლარის ოდენობის ქირა უნდა გადაიხადოს. ავტომობილებს შპს "მარსის" საკუთრებაში არსებული ტოტალიზატორი "კრისტალბეთი" ათამაშებს.

"თავად გამოთქვა სურვილი, ძალას ხომ არ დავატანდით. 2012 წლიდან ვერც ერთი ბიზნესმენი იტყვის, რომ ვინმემ რამე მოთხოვა," - ამბობს ნიკოლოზ ლატარია.

თუმცა, საპირისპიროს მეტყველებს შპს "მარსის" დირექტორის, გელა ქოქრაშვილის წერილი, რომელსაც ის 2017 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს, კონსტანტინე ქავთარაძეს უგზავნის, ნათქვამია:

"თქვენი 26/09/2017 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ შპს "მარსი" თანახმაა შეასრულოს თქვენს მიერ წერილში მითითებული პირობები, კერძოდ, გადაიხადოს წერილის მე-2 პუნქტში მითითებული საიჯარო ქირა სულ 500 ლარის ოდენობით. ასევე, თანახმაა შეასრულოს ამავე წერილის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არანაკლებ 20 000 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება," - აღნიშნულია შპს "მარსის" წერილში.

ქუთაისიპოსტი შპს "მარსს" დაუკავშირდა. კომპანიის სატელეფონო შეტობინებების ცენტრის ოპერატორმა განგვიმარტა, რომ მათი მხრიდან მერიისთვის ავტომობილის გადაცემა არ მომხდარა.

"მგონი ვიღაც მწარედ გაგეხუმრათ," - გაგვიცხადეს კომპანია "მარსში".

რაც შეეხება, კომპანიის ხელმძღვანელობას, მათი ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით უცნობია, რადგან ოპერატორმა ვერ უზრუნველყო მათთან დაკავშირება.

"გადავცემთ და თუ ჩათვლიან საჭიროდ თავად დაგიკავშირდებიან," - აგვიხსნა ოპერატორმა.

შპს "მარსი" საქართველოს მასშტაბით ტოტალიზატორის "კრისტალბეთი" საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია "მარსი" 2015 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი იტალიის მოქალაქე, გელა ქოქრაშვილია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზდა იურისტთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ ქუთაისის მერიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საჩუქრის მიღებას კანონმდებლობა არ უზღუდავს.

"ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც ერთ-ერთ სსიპ-ს თავისუფლად შეიძლება გადაეცეს საკუთრებაში, მათ შორის ნაჩუქრობის საფუძველზე, ქონება. მთავრია, გამჩუქებლის რეალური ნება," - აცხადებს საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.