იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განმარტებით, თბილისში სტიქიით დაზარებულებისთვის საჭირო ნივთებით მომარაგება იმერეთის მუნიციპალიტეტებიდანაც მოხდება.
"ქუთაისის მერია უკვე დღეს უგზავნის შეგროვებულ ნივთებს დაზარალებულებს. იმერეთის რაიონებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში და დავეხმარებით დაზარალებულებს. მინდა ასევე ვთქვა, რომ თბილისში მომხდარი სტიქია ეკოლოგიურ კატასტროფად უნდა განვიხილოთ. ყურადღება უნდა გავამახივილოთ იმაზე, რომ რასაც გავაკეთებთ, ხარისხიანად გავაკეთოთ", - განმარტა დღეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გივი ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები