ქუთაისის მერია მძღოლისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის პოზიციებზე კონკურსს აცხადებს.
საკონკურსო ინფორმაციის მიხედვით, მერის წარმომადგენელმა უნდა
უზრურნველყოს მერიაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის
შეგროვება და მათი გადაჭრის გზების მოძიება. ასევე, უნდა გასცეს
მოქალაქეებზე ცნობები და შუამდგომლობები კომპეტენციის ფარგლებში და
შეასრულოს მერის ცალკეული დავალებები. მერის წარმომადგენლის პოზიციაზე
ორი კონკურსანტი უნდა შეირჩეს, რომელთა თანამდებობრივი სარგო 950 ლარი
იქნება.
750 ლარიანი ხელფასია გათვალისწინებული მძღოლის შტატზე, სადაც მერია
კონკურსის გზით ერთ მძღოლს შეარჩევს.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. საკონკურსო კომისია ჯერ აპლიკანტების
განაცხადებს გადაარჩევს, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის ვადა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს
იწურება.
ქუთაისის მერიამ, ასევე, კონკურსის გზით უნდა შეარჩიოს სამსახურის
უფროსებიც. ამ დროისთვის თანამდებობა
5 სამსახურის უფროსმა დატოვა.
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივ თითმმართველობაში
რეორგანიზაცია პირველივე სამუშაო დღეს
დაანონსა.
მასალის გამოყენების პირობები