ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ახალ, სეზონურ ექსპერიმენტს იწყებს.
თეატრში აღდგება შაბათობით სპექტაკლების ჩვენება.
შაბათის ჩვენებების ძირითადი სამიზნე აუდიტორია ბავშვები და
ხანდაზმულები იქნებიან. რეპერტუარიც შესაბამისი იქნება.
პირველი ჩვენება 9 დეკემბერს განხორციელდა. წარმოდგენილი იყო
სპექტაკლი "ჭინჭრაქა". იგეგმება "სათაგურისა" და "ინდაური ინდიკოს
საახალწლო თავგადასავლის" აღდგენა.
შაბათობით სპექტაკლებს დღის საათებში წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები