ქუთაისის საბავშვო ბაღებში
ცეკვის გაკვეთილების გაუქმებით დაზოგილი თანხა
აღსაზრდელების კვების რაციონის გაზრდას მოხმარდება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტის სტუდიაში გაერთიანების ახალმა
ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განმარტა.
"იმისთვის, რომ ბავშვების კვების რაციონი იყოს მეტად მდიდარი ცილებით,
ცხიმებით ნახშირწყლებით, საჭირო ვიტამინებით, მათი კვების რეჟიმს
ბოსტნეული და ხილი დაემატება, რაც თავისთავად, მოითხოვს ბაღებში
ოთხჯერად კვებას, რათა მოხდეს ბავშვებისთვის კვების ზომიერად
მიწოდება", - განმარტა დავით წიტაიშვილი.
ბავშვები ხილსა და ბოსტნეულს დამატებით 12:00 საათზე მიიღებენ.
ამდროისთვის ბაღებში კვების განრიგი ასეა გადანაწილებული: 10:00
საათი, 14:00 საათი და 17:00 საათ.
ქუთაისის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად ქალაქის
მეხუთე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ბურჯანაძის
პარტიის ყოფილი წარმომადგენლი, დავით წიტაიშვილი 4 დეკემერს დაინიშნა.
როგორც ამბობს დაწესებულებაში რეორგანიზაციას უახლოეს მომავალში არ
გეგმავს.
ამავე
თემაზე:
"ჩემი იდეაფიქსი არ არის რეორგანიზაცია"- ბაღების
გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი
ქუთაისში ბაღების გაერთიანებას ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი
უხელმძღვანელებს
ბავშვებისთვის წართმეული ცეკვის გაკვეთილები
მასალის გამოყენების პირობები