ახალი ამბები
"ქვეყნის იმიჯი ზარალდება" - მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე ქუთაისში გარევაჭრობაზე
FaceBook
"ქუთაისში გარე ვაჭრობის პრობლემა ძალიან მძაფრად დგას," - ამის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გარე ვაჭრობის დროს დარღვეულია სანიტარული ნორმები, ეს ამავე დროს, ქალაქისა და სახელმწიფოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

"ძირიდათი ლოკაციები, სადაც გარევაჭრობაა ჭავჭვაძის გამზირია. ეს არის ტრასა, რომელიც გამვლელმა ტურისტმაც უნდა დაათვალიეროს. გულსატკენი და ქუთაისელებისთვის შეურაცხმყოფელია, რომდესაც მოხდა რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრი გალამაზდა, ამ ტერიტორიაზე კი გამოფენილია გარევაჭრობა ყველანაირი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე და აზიანებს მოქალაქეების ჯანმრთელობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისი," – აცხადებს მადონა კოიძე.

ის, ასევე იმედოვნებს, რომ ქუთაისში გარევაჭრობის პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდება.

"იმედი მაქვს, რომ ახალი მერი გაითვალისწინებს, იზრუნებს ქუთაისის მოსახლეობაზე და აღკვეთავს იმ უმსგავსოებას, რაც ხდება ქუთაისში. ასეთი ლამაზი ტრადიციების მქონე ქალაქში ქვეყნის იმიჯი ზარალდება," - ამბობს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე.

ქუთაისის ადგილობრივ მთავრობაში, რომელიც ხელისუფლებაში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების გზით მოვიდა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გარევაჭრობა აუცილებლად საკანონმდებლო გზით დარეგულირდება.

"გარევაჭრობის საკითხი აუცილებლად კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. გარკვეული რეგულაციების დაწესება საჭიროა, რათა ქალაქის იერსახე შევინარჩუნოთ და ქალაქის ცენტრში ანტისანიტარია არ იყოს," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში გარევჭრობის აკრძალვა ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სცადა. 24 აპრილს, ღამის საათებში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი განახორციელეს.

მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ზურაბ დიდბარიძე იმ დროისთვის ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ პროცესი ჭავჭავაძის ქუჩიდან ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებდა.

აკრძალვიდან რამდენიმე დღეში ე.წ კეჩის ბაზრობის მიმდებარედ დახლები ისევ გამოჩნდნენ და გარემოვაჭრეებმა თავიანთი პროდუქციის რეალიზება დაიწყეს.
ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ დაუმორჩილებელ გარმოვაჭრეებს საპარტულო პოლიციას გადასცემდნენ და ისინი დაჯარიმდებოდნენ. თუმცა, დააჯარიმებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.