მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შსს
მომსახურების სააგენტო წლის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე
გადადის.
სააგენტოს ქუთაისის ფილიაში მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან
მოქალაქეებს არასამუშაო დღეებშიც მოემსახურებიან - შაბათს 09:30
საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას - 10:00 საათიდან 18:00
საათამდე.
2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება
მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.
მასალის გამოყენების პირობები