საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის საავტომობილო გვირაბზე
შეზღუდვას აწესებს.
მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის
ჩათვლით გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა
შეიზღუდება.
უწყებაში ამბობენ, რომ ეს რიკოთის საავტომობილო გვირაბის მართვის
ავტომატიზირებული სისტემის (
SKADA)
განახლებას უკავშირდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის
მოძრაობა ღამის საათებში რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ
გზაზე განხორციელდება, სადაც დროის ამ პერიოდში 2 სხვადასხვა ადგილას
საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა უზრუნველყოფილი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები