ინტენსიური თოვის გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ 1-კმ 22
მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
უწყების მონაცმებით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22
მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. ორი და მეტი
წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ასევე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო
გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე და თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო
გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს ზამთრის
პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ, ასევე ავტოტრანსპორტი
იყოს გამართული და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები