ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს დილიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთების შეგროვება მიმდინარეობს.
ადგილობრივების განმარტებით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანამდგომა და დახმარება.
ქუთაისის მერიაში ნივთების შეგროვება 17 საათამდე გაგრძელდება.
ქუთაისის მერიის გარდა, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების შეგროვება გუშინ დაიწყო ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა.
ცენტრის ინიციატივით, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დღეს ტანსაცმელს და საკვებს გაუგზავნიან. ახალგაზრდულ ცენტრში
(ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში" ირ.აბაშიძის 14ა) ნივთების შეგროვება დღეს 12 საათამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები