ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ქვეითთა გადასასველეზე, 25 წლამდე
გოგონას ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ქვეითი ზებრაზე გადადიოდა, რომელიც,
სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ შენიშნა.
"უცებ მოხდა ყველაფერი. თითქოს ძალიან არ დაშავებულა გოგო, კარგად
იყო. მძღოლმა გააჩერა მანქანა და უთხრა საავადმყოფოში
წაგიყვანო, მაგრამ გოგონამ უარი განაცხადა, კარგად ვარო. მძღოლი
წავიდა და ორ წუთში ეს გოგო ჩაიკეცა, გონება დაკარგა", - ამბობს
თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე
ეკიპაჟი. დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში
გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და
ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის
დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები