ქუთაისის საკრებულოს აპარატში ორი განყოფილება შეიქმნა.
აპარატში ცალკე გამოიყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება. მანამდე ეს
განყოფილებები დამოუკიდებლად არ არსებობდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას თქმით, ცვლილების შედეგად
არც შტატი და არც თანამშრომელთა რაოდენობა არ გაზრდილა.
ქუთაისის საკრებულოს აპარატში 34 თანამშრომელი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები