ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, მერიის დაქვემდებარებაში არსებული
შპს "ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელად ამავე სამსახურის
თანამშრომელი, სოსო კუჭავა დანიშნა.
სოსო კუჭავა "ქართულ ტრადიციებში" დასუფთავების საპილოტე პორექტის
ხელმძღვანელი იყო.
შპს-ს დირექტორის პოსტს ამ დრომდე კახა დალაქიშვილი იკავებდა,
რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 1 დეკემბერს
დატოვა.
კახა დალაქიშვილი ქუთაისის მერიაშიც მუშაობდა. იგი მერიის საბინაო
სამსახურის უფროსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები