წყალტუბოს სოფელ მაღლაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ადგილობრივი
მცხოვრების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა
3 დეკემბერს მოხდა.
ხანძრის შედეგად ძიძიგურების სახლი სრულად დაიწვა.
მოგვიანებით, იმავე სოფლში ცეცხლი მოედო ბუჩქებს და შემდეგ ორ ჰექტარ
ტერიტორიაზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის
თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე
მოახერხეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს ხის მასალითა და
2000 ლარით დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები