ვანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი
საწარმო - შპს "ქართული დაფნა" გაიხსნა.
საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი
ჩხეიძემ, იმერეთის გუბერნატროის მოადგილესთან, იოსებ
ხახალეიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის
სააგენტოს დირექტორთან, მამუკა კვარაცხელიასთან ერთად
დათვალიერა.
შპს "ქართული დაფნა" გაიხსნა წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა
ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ
ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო
ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და
შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში
შიქმნა, სადაც 597 482 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
პროექტის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და
გადაიარაღდა/გაფართოვდა 75 საწარმო.
მასალის გამოყენების პირობები