წყალტუბოში ურთიერთშელაპარაეკების შედეგად დაჭრილი მოზარდი
საავადმყოფოში მიყვანამდე გადაიცვალა.
,,პაციენტი შემოიყვანეს წუხელ. სასწრაფო დახმარების მიერ იქნა
შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი. დათვალიერებით სასიცოცხლო ნიშნები
არ აღენიშნებოდა ელექტროკარდიოგრამაზე იზოელექტრული ხაზი, " - ამბობს
მარინა ფორჩხიძე.
წყალტუბოში 17 წლის
მოზარდი მოკლეს. უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის,
ღამის საათებში მოხდა. დაახლოებით 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის
რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის,
ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ
თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა
ი.ტ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
ამავე თემაზე:
წყალტუბოში მოზარდი მოკლეს
წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის
ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები