ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისების"
სამსახურის უფროსმა გელა გაგუამ თანამდებობა დატოვა.
ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ
თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 30 ნოემბერს დაწერა.
თუმცა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამაზე საუბარი არ სურს.
"თქვენთვის რა მნიშვნლეობა აქვს ამას", - ამბობს ის.
გელა გაგუა ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელად 2014 წელს
დაინიშნა.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, გელა გაგუას ზვიად მანდარია
ჩაანაცვლებს, რომელსაც თანამშრომლებს მომავალ კვირას
წარუდგენენ.
გელა გაგუას მსგავსად, 29 ნოემბერს თანამდებობები საკუთარი
განცხადების საფუძველზე ასევე დატოვეს მერიის
სამსახურების უფროსმაც.
მასალის გამოყენების პირობები