ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივით მდინარე რიონის დაცვის დღე დაარსდა
და მისი აღნიშვნა ყოველი წლის 2 დეკემბერს მოხდება.
მდინარის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო რიონის ერთ-ერთი ზოლის
დასუფთავების აქციაც, სადაც სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო
ორგანოზაციის წარმომადგენლებმა და "ააიპ სპეციალური სერვისების"
თანამშრომლებმა მდინარე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში მონაწილება მიიღო გარემოს ეროვნული სააგენტოს
უფროსმა, თამარ ბაგრატიამ.
"საქართველოში უკვე არსებობს მტკვრის დაცვის დღე, როდესაც ხდება მისი
დასუფთავება. მე, მიხარია რომ ქუთაისშიც გაჩნდა ეს იდეა. რიონი არის
ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო არტერია. მისი სასიცოცხლო
მაჩვენებლების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმედი მაქვს,
ეს დღე მოქალაქეების თვითშეგნებაზე მნიშვნელობვნად იმოქმედება, რადგან
რიონს სჭირდება დაცვა", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი,
თამარ ბაგრატია.
დასუფთავების აქციის ორგანიზატორების თქმით, მომავალ წელს რიონის
დაცვის დღე უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები