იმერეთში, სხვადასხვა კრიტიკული შეუსაბამობის გამო, მიმდინარე წლიდან
დღემდე პურის 20 მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორი დააჯარიმეს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს სურსათის ეროვნულ სააგენტოში
განუმარტეს.
სააგენტოში განმარატვენ, რომ იმერეთში მონიტორინგი პურისა და
პურპროდუქტების სულ 77 საწარმოში განახორციელეს. აქედან, 20
ბიზნესოპერატორი 1 000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო 11 საწარმოში
კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს,
მათ შორის პურის საწარმო "ვარაზსაც", რომელიც დარღვევების
გამო, საწარმოო პროცესების შეჩერების გარდა 1 000 ლარითაც
დააჯარიმეს.
მასალის გამოყენების პირობები