ახალი ამბები
ქუთაისში, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
FaceBook
ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ საკითხებზე პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ ისაუბრა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

სემინარზე განიხილეს"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობები და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ახალი ასპექტები.

"რეგიონებში შეხვედრების მიზანია სწორედ ის, რომ , ერთის მხრივ, ჩვენ მოვისმინოთ ადგილზე საჭიროებები და პრობლემები რომ შემდეგ ეს საკითხები აქტივობებად გადავთარგმნოთ გეგმაში. მუშაობა იყოს გახსნილი და მონაწილეობითი. ეს დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების მიერ შესამუშავებელია, თუმცა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა სოფიო ჯაფარიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობისას მეტი კოორდინაცია ცენტრალურსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

სოფიო ჯაფარიძემ ისაუბრა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობებზე. რომელთაგან მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

"სტამბოლის კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებს 25 საკანონმდებლო აქტში ცვლილებები შევიდა "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში, რომლითაც გაფართოვდა აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო, და დღეს იგი უკვე მოიცავს ოჯახის ფარგლებს გარეთ, ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც", - აღინშნა შეხვედრაზე.

სემინარზე ისიც ითქვა, რომ გაიხსნა 5 თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის ქვეყნის მასშტაბით. ასევე, იგეგმება კიდევ ორი თავშესაფრისა და ერთი კრიზისული ცენტრის გახსნა.
შეხვედრაზე მთავარ გამოწვევად მიიჩნიეს ადრეული ქორწინების პრობლემაც.
"ადრეული ქორწინების საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა, თუმცა, პრაქტიკულ დონეზე იმპლიმენტაცია არის პრობლემა", - აღნიშნა სოფიო ჯაფარიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.