წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საახალწლო ბაზარი 21 დეკემბერს
გაიმართება.
მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, საახალწლო
გამოფენა-გაყიდვა ცენტრალურ პარკთან მოეწყობა.
ბაზარზე გამოფენილი იქნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები, ქართული
რეწვის ნიმუშები და ტკბილეულობა.
"არამხოლოდ წყალტუბოს მცხოვრებლებს, ნებისმიერი სხვა ქალაქიდან
ჩამოსულ ადამიანს შეუძლია ამ ბაზარზე საკუთარი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა," - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის,
სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი.
მისივე ინფორმაციით, საახალწო გამოფენა-გაყიდვა წყალტუბოში მხოლოდ
ერთი დღე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები