ქუთაისის N 23 საჯარო სკოლაში კვების ობიექტი დაიხურა.
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მეიჯარემ კვების
ობიექტის თანხის გადახდა ვერ შეძლო.
"მოგვმართა მეიჯარემ, რომ ხელშეკრულება შეგვეწყვიტა მასთან, რადგან
განმიცხადა, რომ ვერ იხდიდა თანხას. მეც დავეთანხმე და შევუწყვიტე
ხელშეკრულება" - ამბობს ჩვენთან საუბარში ქუთაისის N 23 საჯარო სკოლის
დირექტორი, ნესტან ხურციძე.
მისი თქმით, მეიჯარემ სკოლაში კვების ობიექტი დაახლოებით ერთი თვის
წინ გახსნა და მას ყოველთვიურად სკოლის ბიუჯეტში 700 ლარი უნდა
გადაერიცხა. სკოლის დირექტორი ამბობს, N 23-ე საჯარო სკოლაში
კვების ობიექტისთვის ფართი
აქუციონზე თავიდან გამოიტანა. სადაც, საწყისი ღირებულება
1 850 ლარია. აუცქციონზე განაცხადების მიღების ვადა 24-დან 27
ნოემბრამდეა.
მაღალი გადასახადის გამო, დაიხურა ქუთაისის #2-ე
საჯარო სკოლის კვები ობიექტიც, სადაც ახალი მეიჯარის გამოსავლენად
ფართი ისევ აუქციონზე გამოიტანეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში სასკოლო ბუფეტი, მაღალი
გადასახადის გამო, დაიხურა
მასალის გამოყენების პირობები