ქუთაისის მესხივშილის თეატრში სპექტაკლების აღდგენითი პროცესი
მიმდინარეობს.
აღადგენენ სამ სპექტაკლს. "უსასრულობის ათვლა დაიწყო"
(რეჟისორი:გიორგი სიხარულიძე), "ინდაური ინდიკოს საახალწლო
თავგადასავალი" (რეჟისორი: კოტე აბაშიძე), "სათაგური"(რეჟისორი:ოთარ
ბაღათურია) - ამ სპექტაკლების აღდგენილ ვერსიებს მაყურებელი უახლოეს
მომავალში იხილავს.
პუბლიკას სპექტაკლ "პიკნიკის"(რეჟისორი:კახაბერ გოგოლაშვილი)
განახლებული ვერსიის ნახვის საშუალება უკვე მიეცა.
"რეპერტუარში ვაბრუნებთ ყველა იმ სპექტაკლს,რისი დაბრუნებაც შეიძლება.
ასე ვთქვათ, თავიდან ვაძლევთ სიცოცხლის შანსს. სპეტაკლი უნდა მოიხსნას
რეპერტუარიდან მაყურებელთან ურთიერთობის შედეგად და იცოცხლოს
მაყურებელთან ერთად. და არა სიბიექტური მიზეზების გამო", - ამბობს
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.
თეაატრში რამდენიმე პრემიერისთვისაც ემზადებიან.
"თეატრი რთულ შემოქმედებით რეჟიმში მუშაობს. რა შედეგებს მივიღებთ
ამის მსაჯული მაყურებელია. არავის აინტერესბს ის პრობლემები რაც
თეატრში არის. ყველას აინტერესებს რეზულტატი.", - აღნიშნავს კოტე
აბაშიძე.
მასალის გამოყენების პირობები