წერეთლის უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიიის 60 წლის იუბილე ერთობლივი კონფერენციით
აღინიშნა.
ღონისძიებაზე აკადემიისა და აწსუ-ს წარმომადგენლებმა თავიანთი
სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს.
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის განცხადებით,
აგრარული ფაკულტეტეტზე ფუნქციონირებს ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი,
სადაც სასწავლო პროცესის გარდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტებიც
ხორციელდება.
"სოფლის მეურნეობის აკადემიის გასვლითი სხდომის ჩატარება წერეთლის
უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე საინტერესო პერსპეტივებს გვიქადის
ჩვენც და აკადემიასაც სამომავლო თანამშრომლობის კუთხით," - აღნიშნავს
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.
წერეთლის უნივერისტეტის აგრარულ ფაკულტეტზე აღნიშნავენ, რომ ერთობლივი
კონფერენცია ქვეყანაში არსებულ პრობლემურ საკითხებს ეხება.
"კონფერენცია ეხმაურება ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებს,
როგორიცაა გლობალური დათბობა, დაავადებების და მავნებლების
შემოტევა.
მნიშვნელოვანია, სოფლის მეორნეობის აკადემიასათან ერთად, შევიმუშავოთ
ის გზები, რომლებიც პრევენციას მოახდენენ ამ შემოტევებზე, ასევე
მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტირებულ პროდუქციაზე და
მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის ნაწილობრივ უზრუნველყოფა სასურსათო
პროდუქციით," - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
როლანდ კოპალიანი.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 1957 წლის 12 დეკემბერს
დაარსდა. თავდაპირველად მას 14 აკადემიკოსი და 9 აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი ჰყავდა.
"მას შემდეგ აკადემია ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას და არის
მთავრობის მრჩეველი აგარარული მიმართულების საკითხებში," -ამბობს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აკადემიური დეპარტამენტის
უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
მასალის გამოყენების პირობები