რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში მოსული ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთან ერთ-ერთი გმირთა მოედნის მიმდებარედ, რესტორან "მატრიოშკასთან" იპოვეს.
"პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც სამაშველო სამუშაოებს და ადამიანების გადარჩენას გულისხმობდა, თითქმის სრულდება, თუმცა რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ვეძებთ. ზოგიერთ შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მსურს, ისინი ვანუგეშო და ვუთხრა, რომ თბილისის მერია მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ამ ოჯახებს. "ჰერმესს" მიეცა ამასთან დაკავშირებით დავალება. არსებული ინფორმაციით გვაქვს 7 ადამიანის მსხვერპლი, თუმცა მონაცემები დგინდება", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში ორი ჯგუფი იმუშავებს, ერთი ინფრასტრუქტურულ ზიანს, მეორე კი მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დათვლის. ნარმანიას განცხადებით, მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია სრულად თბილისის მერიას დღის ბოლოსთვის ექნება.
"დღის განმავლობაში ორი ჯგუფი იმუშავებს, ერთი ინფრასტრუქტურულ ზიანს, მეორე კი მოსახლეობის ზარალს დათვლის და დღის ბოლოსთვის მიახლოებითი სურათი გვექნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები