ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ
სხდომას არ დაესწრო. თუმცა, მოგვიანებით, პრეს-სამსახურმა მისი
მილოცვა გაავრცელა.
"დღეს, 20 ნოემბერს, თქვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი
დღეა. გილოცავთ საკრებულოს პირველ სხდომას და საქმიანობის დაწყებას.
მჯერა, თქვენ მრავალ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ ქუთაისის
საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ქუთაისის როლი იქნება ძალიან
მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქუთაისი
იქნება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ძლიერი საუნივერსიტეტო
ქალაქი," -აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქუთაისის მერიის
პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მერს, შოთა
მურღულიას უფლებამოსილება არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს მე-11 დღეს შეუწყდება.
მურღულიას გიორგი ჭიღვარია შეცვლის, რომელმაც თვითმმართველობის
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 87.55% მიიღო.
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს
პირველი სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები