ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულომ ფარული კენჭისყრით ხუთივე კომისიის
თავმჯდომარე აირჩია.
დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, იურიდიულ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირეს ვლასი გარდაფხაძის
კანდიდატურას.
მათივე გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას კახაბერ
ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს; ეკონომიკის, ქონების მართვისა და
საქალაქო მეურნეობის კომისიას - გიორგი ჭეიშვილი; კულტურის,
განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიას - ოთარ ლორთქიფანიძე;
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას კი მამუკა რიჟამაძე.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დეპუტატებმა
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ,
ნიკა ლატარია აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად ირაკლი
შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე.
საკრებულოში თანამდებობების არჩევის პროცესს ბოიკოტის მიზნით არ
დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
მასალის გამოყენების პირობები