ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა გახსნა.
სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი დეპუტატი, ალეკო
ახალაძე წარუძღვება, რის შემდეგაც დეპუტატები დროებითი ხმის დამთვლელ
კომისიას შექმნიან, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარე, მის
მოადგილეები, კომისიებისა და ფრაქციების
ხელმძღვანელები კენჭისყრის გზით უნდა აირჩიოს.
დღევანდელ სხდომაზევე მოხდება ფრაქციების რეგისტრაცია.
ქუთაისის ახალი საკრებულო სამპარტიული იქნება. წარმომადგელობით
ორგანოში 19 დეპუტატი ჰყავს მმართველ გუნდს, 4 - "ნაციონალურ
მოძრაობას", ხოლო 2 – "ევროპულ საქართველოს".
მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა მიმდინარე წლის
17 ნოემბერს დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები