სათაფლიას ნაკრძალი მიმდინარე წელს 32 ათასამდე უცხოელმა ვიზიტორმა
მოინახულა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უცხოელი ვიზიტორები
სათაფლიის მღვიმე გასულ წლებთან შედარებით, აქტიურად სტუმრობენ.
როგორც საგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი
სპეციალისტი, სოფო აზარაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს,
ტურისტების ნაკადი ერთიორად იზრდება.
მისივე თქმით, სათაფლიის მღვიმის დათვალიერებით, გასულ 2016 წელთად
შედარებით 7 ათასამდე მეტი სტუმარი დაინტერესდა.
სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს სათაფლიის მღვიმე - 20
735 უცხოელი ვიზიტორი, 2016 წელს - 25 144, ხოლო მიმდინარე 2017 წელს
31 378 ტურისტი ეწვია.
"დაცულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე იზრდება ვიზიტორების ნაკადი,
ადგილზე განვითარდა ინფრასტრუქტურა და დაინერგა
ახალი სერვისები, რამაც ბუნებრივია ხელი შეუწყო ვიზიტორების ნაკადის
ზრდას, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნამ
ერთიორად გაზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე,"
- ამბობს სოფო აზარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები