კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა 17 ნოემბრიდან იწყება.
პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის
მისაღებად მიწვეული არიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები,
სამოქალქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წარუძღვება.
საკონსტიტუციო ცვლილებები შეეხება, გაუნაწილებელ მანდატებს, ე.წ.
ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენისა და აღმსარებლობის
თავისუფლების შესახებ მე-16 მუხლს. ასევე, ახალ კონსტიტუციაში აღარ
იქნება ტერმინი "ხმოსანი" და მას "საარჩევნო კოლეგია"
ჩანაცვლებს. ახალი კონსტიტუცია, ასევე, გულისხმობს საკონსტიტუციო
სასამართლოების შესახებ ჩანაწერებში ცვლილებების
შეტანას.
ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს თბილისში განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები