ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ "საიას" 7 საჩივარი
განიხილა.
N 7-ე, 62-ე, 94-ე, 66-ე, 36-, 39-ე და 114-ე უბნებზე დაწერილი
საჩივრები კენჭისყრის დროსა და შემდეგ აღმოჩენილ პროცედურულ
დარღვევებს ეხებოდა.
საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა ერთი საჩივარი. შენიშვნა მიეცა 4
უბნის თავმჯდომარეს, რომელთაგან ნაწილმა სარეგისტრაციო ჟურნალი და
ჩანაწერთა წიგნი საოლქო კომისიაში დაულუქავი მიიტანა, ნაწილმა კი
შემაჯამებელ ოქმზე უბნის ბეჭედი არ დაუსვა.
ამით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ მეორე ტურში დაწერილი
საჩივრების განხილვა დაასრულა. საჩივრის ავტორებს მათი
გასაჩივრებისთვის ორდღიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც, საოლქო
კომისია არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს ცენტრალურ
საარჩევნო კომისიას გადაუგზავნის.
ჯამში, ქუთაისის საოლქო კომისიამ
ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების მეორე ტურში შესული
11 საჩივარი განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები