ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი
გაიმართა საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებს შორის.
ანგარიში ფრედ 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს
ირაკლი სიხარულიძემ და შეცვლაზე შემოსულმა ლაშა დვალმა ,
ბელორუსებიდან - სტასევიჩმა და ნეხაიჩიკმა.
მატჩის დაწყებამდე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე
ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ე.წ. ქართული მარშის
წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს.მათ ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართ
აგრესია გამოხატეს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს.
მასალის გამოყენების პირობები