"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები თავისუფალი ზონის წარმომადგენელთა დაკავებას აპროტესტებენ.
პოლიტიკური პარტიის წევრთა განცხადებით,
თავისუფალი ზონის სამი აქტივისტი პოლიციამ წუხელ, ღამის საათებში იმ დროს დააკავა, როცა თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერებს "წადი ბიძინა" და "სოხუმი ჩემი იერუსალიმია" აკეთებდნენ.
თუმცა, "ნაციონალები" განმარტავენ, რომ დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
"დაკავებიდან 10 წუთში ტელეფონი გაათიშინეს. აქამდე ბრალი უნდა წერედგინათ ან უნდა გამოეშვათ. როცა ამ ქვეყანაში პუტინის ბაიკერები დადიან, ამ წარწერებისთვის ხალხს არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ ეს არის ამათი დეპოლიტიზებული პოლიცია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, კოტე რატიანმა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თავისუფალი ზონის წარმომადგენელთა დაკავება ადმინსიტრაციული წესით მოხდა (150-ე,166-ე, 173-ე მუხლები), რაც იერ-სახის დაზიანებას, წვრილმან ხილიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები