ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისის საოლქო
და საუბნო კომისიების წევრების შრომის ანაზღაურებისთვის 190 465 ლარი
არის განსაზღვრული.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია გვაწვდის.
მეორე ტურში ქუთაისის საუბნო და საოლქო კომისიაში სულ 1564 ადამიანი
იყო დასაქმებული. აქედან, 13 წევრი ქუთაისის
#59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო დანარჩენი საარჩევნო უბნებზე
იყვნენ გადანაწილებული. პირველ ტურში მათი რაოდენობა 1604-ს
შეადგენდა, თუმცა, იმის გამო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ"
არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ზოგიერთი საარჩევნო
უბნიდან კომისიის წევრები გამოწვია.
რაც შეეხება, სხვა ხარჯებს, ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისში 18 საუბნო
საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ფართის დაქირავებას
4 500 ლარი მოხმარდა, ხოლო 22 000 ლარი დაიხარჯა ქუთაისში მეორე
ტურისთვის ბიულეტენებისა და სხვა მასალების დაბეჭდვისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის
21 ოქტომბერს ჩატარდა. თუმცა, ქუთაისის მერობის 8
კანდიდატიდან ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, რის
გამოც, მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც 12 ნოემბერს
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები