ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი
ჭიღვარიამ საკუთარ ამომრჩევლებს სოციალური ქსელის მეშვეობით
გამარჯვება მიულოცა.
გიორგი ჭიღვარიამ 12 ნოემბერს საღამოს 23:00 საათზე
ოფიციალურ
ფესბუქგვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც
უცლელად გთავაზობთ.
"ჩვენ გავიმარჯვეთ! ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაქალაქელს
ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველა
თქვენგანის მერი. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, იმისთვის რომ
ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიჭიროს ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე
და იყოს ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის. გპირდებით, რომ
მომდევნო 4 წელი იქნება წარმატებული "- გიორგი ჭიღვარია
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი
შედეგები ცნობილია. საარჩევნო ადმინისტრაციამ
მონაცემები ოფიციალურ ვებ გვერდზე
განათავსა.
ქუთაისში , „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 86,64%
პროცენტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“
მერობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა,
13,36%პროცენტმა მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა
და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და
მარტვილში ჩატრდა. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩევლთა ყველაზე
დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. 17:00 საათის
მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546 ამომრჩეველია,
ჩამორჩევბა პირველი ტურის ამავე პერიოდში ამომრჩეველთა
აქტიურობას.
პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან
ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე
მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების
48.66%
დააგროვა,ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი,
გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს
განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი
სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561
ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები