ქუთაისის N 124-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით
რეგისტრატორად მყოფი პირის მიერ ხელმოწერილი
ბიულეტენები გაბათილდება.
როგორც ირკევვა, მანანა გიორგაძემ, რომელიც მისივე პარტიის მიერ იქნა
გამოწვეული აღნიშნული უბნის კომისიის შემადგენლობიდან, არამხოლოდ
კენჭისყრის წინა პროცედურებში, არამედ, უშუალოდ კენჭისყრაშიც
კანონდარღვევით მიიღო მონაწილეობა. მან, როგორც რეგისტრატორმა,
უბანზე ყოფნის 40 წუთის განმავლობაში სამი ამომრჩეველი მიიღო.
შესაბამისად, მისი ხელმოწერით საარჩევნო ყუთში სამი ბიულეტენი
მოხვდა.
ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რის გამოც, სამივე ბიულეტენი
გაბათლდება, კომისიის თავმჯოდმარე კი შენიშვნას მიიღებს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერს გაიწვია თავისი კომისიის წევრები
და რა თქმა უნდა ჩვენც ამოვიღეთ პროგრამიდან სიები. როგორც
ჩანს, ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია არც ქალბატონ მანანა
გიორგაძეს და არც უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც დროულად არ
გადაამოწმა ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალბატონმა სულ სამი
ამომრჩეველი მიიღო, რომელთა ბიულეტენებიც გაბათილდება. სამწუხაროა,
რომ ამის გამო ამომრჩეველი დაზარალდა",-განაცხადა ავთანდილ
ოსეფაიშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანანა გიორგაძე
კომისიიდან მეორე ტურის წინ გაიწვია და მხოლოდ 12 კომისიის წევრი
დარჩა, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგან არჩევნების ჩატარება
კომისიის 10 წევრიან შემადგენლობასაც შეუძლია.
ქუთაისის N 124-ე უბანზე მანანა გიორგაძე "ნაციონალური მოძრაობის"
პარტიის სახელით პირველ ტურშიც იმყოფებოდა, თუმცა, მეორე ტურზე
პარტიამ იგი კომისიიდან გაიწვია.
ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური
მიმდინარეობს. პირველი ტური
21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი
ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი
ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66%
დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი,
გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კ
ანდიდატურა
მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის,
შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და
ერთი სპეც. უბანი, რომელიც N2 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში მუშაობს.
ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85
440 ქალია და 67 121 მამაკაცი.
მასალის გამოყენების პირობები