საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრების ბორჯღალოსნებმა კანადა
სარეკორდო სხვაობით, 54:22 დაამარცხეს
"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში ლელოები მორაგბეებმა სოსო
მათიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილჩავამ, მერაბ შარიქაძემ და
კახა ასეიშვილმა დადეს.
"ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანადას გავუტანეთ 6 ლელო, მათთან
ერთ კონკრეტულ თამაშში ავიღეთ 54 ქულა (აქამდე მაქსიმუმი 22 იყო) და
დავამარცხეთ 32-ქულიანი სხვაობით," - ნათქვამია საქართველოს მორაგბეთა
ეროვნული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მილტონ ჰეიგის გუნდი ნოემბრის ტესტ-სერიის მორიგ შეხვედრას სტუმრად
კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს, ხოლო 25
ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს
უმასპინძლებს.
მასალის გამოყენების პირობები