ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილი და საპატიო
ქუთაისელები დააჯილდოვა.
ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ქუთაისის არქივის
დირექტორს, მერაბ კეზევაძეს;
მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს; მუსიკოს ნესტან მესხსა და ტ/კ
"რიონის" ოპერატორს, რეჟისორს, გია ვაშაკიძეს.
ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიენიჭათ: მეწარმეებს: შოთა
დარსაველიძეს, ვაჟა ჯაფარიძეს და მერაბ ვაწაძეს. ასევე,
ექიმ თემურ ტაბიძეს.
ღვაწლმოსილი და საპატიო ქუთაისელის წოდებას ქუთაისის მერიის
,,პატივგების" კომისია ანიჭებს.
მასალის გამოყენების პირობები