ქუთაისის მერია "საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს"
იმ
კვლევის შედეგებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც,
შპს "პარკინგსერვისი" არ ასრულებს მერიის წინაშე ხელშეკრულებით აღებულ
ვალდებულებებს, კერძოდ, სრულად არ იხდის წლიურ საიჯარო თანხას.
ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქუთაისის მერიის
მიერ შპს-ს დაფუძნება არაეფექტური იყო და ჯობდა ადგილობრივ
თვითმმართველობას ქალაქში პარკირების მოწესრიგების უფლება კერძო
კომპანიისთვის, აუქციონის წესით გადაეცა.
ქუთაისის მერია კვლევის საპასუხო განცხადებაში იმ განსახვავებაზე
საუბრობს, რაც შპს "პარკინგსერვისსა" და წლების მანძილზე
არარეგულირებული პარკირების მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს
შორის არსებობს.
ქუთაისის მერიის განცხადებით, ფუნქციონირების დღიდან
"პარკინგსერვისმა" ადგილობრივ ბიუჯეტში 266 760 ლარი შეიტანა, მაშინ,
როცა 2015 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 28 226 ლარს შეადგენდა, 2014
წელს 31 043 ლარს, ხოლო 2013 წელს 58"268 ლარს.
შესაბამისად, მერიის თქმით, გასულ წლებთან შედარებით პარკირების
სფეროდან 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი საშუალოდ 10-ჯერ
არის გაზრდილი.
ამასთანავე, განცხადების მიხედვით, "პარკინგსერვისს" ბიუჯეტში
გადასახადების სახით 215 432 ლარი აქვს გადახდილი.
"ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს, პარკირების
რეგულაციებისადმი არასათანადო დამოკიდებულების გამო, კვლავ უხდებათ
ჯარიმების გადახდა. ესეთი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში
მოსალოდნელია 2017 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში პარკირების სფეროდან
ჯამში 400"000 ლარამდე შევიდეს. არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებსაც
გადახდილი აქვთ 10 და მეტი ჯარიმა, თუმცა, მიუხედავად ამისა
პარკირების აბონიმენტი არ აქვთ შეძენილი. სწორედ ეს განაპირობებს
იმას, რომ შპს "პარკინგსერვისის" მიერ ხელშეკრულებით აღებული
ვალდებულებების შესრულება გართულდა და დაგროვდა გარკვეული დავალიანება
ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ, რომელიც მომდევნო პერიოდში მთლიანად
იქნება დაფარული",-ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის მერია ასევე განმარტავს თუ რატომ მოხდა შპს-ს დაფუძნება და
არა აუქციონის გზით ამ უფლების კერძო კომპანიისთვის გადაცემა.
"შპს "პარკინგსერვისის" დაფუძნება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც
რამოდენიმეჯერ გამოცხადებული აუქციონის მიუხედავად კერძო სექტორის
მხრიდან არ იქნა გამოთქმული დაინტერესება ამ სფეროთი",ნათქვამია
განცხადებაში.
ამავე თემაზე:
"პარკინგსერვისი“ ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ
ვალდებულებას არ ასრულებს“ - TI
მასალის გამოყენების პირობები