ახალი ამბები
ახალი წლისთვის ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს სასურსათო ნობათები დაურიგდებათ
FaceBook
ქუთაისის მერიამ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს სასურსათო ნობათებს გადასცემს.
ამ მიზნით  ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს 60 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170014328) გამოაცხადა, სადაც განაცხადების მიღება 17- ნოემბრიდან დაიწყება 20 ნოემბრამდე გაგრძლდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის 2 000 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შესყიდვა და მიწოდება უნდა განახორციელოს.

გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეული შენობიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან 28 დეკემრბის ჩათვლით უნდა დაურიგდეს.

საახალწლო ნობათების დარიგების პროგრამა ქუთაისის მერიამ 2016 წელსაც განახორციელა, სადაც 3 084 ბენეფიციარს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. რისთვისაც ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 71 500 ლარი დაიხარჯა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.